ბლოგის შესახებ

ტრეიდერული საქმიანობისადმი მიდგომები საკმაოდ დამუშავებული და ჩამოყალიბებული თემაა მსოფლიოში მოქმედი ფინანსური ბაზრების მონაწილეთათვის, მაგრამ ეს მიდგომები საკმაოდ ფართოა და ზოგადი, ამის გამო ტრეიდერული საქმიანობის ყველა მონაწილეს რჩება დიდი არჩევანი იმისა, თუ რომელ ფაქტორებს აირჩევს წამყვანად და რა რიგითობით განახორციელებს თავის მოქმედებას.

სწორედ ამის გამო ყველა ტრეიდერს აქვს თავის მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც დიდ შემოქმედებით არეალს უტოვებს ფინანსური ბაზრების მონაწილეებს ორიგინალური და შემოქმედებითი მიგნებებისათვის რაც საბოლოო ჯამში ამ ტრეიდერების ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს და ხშირად მოიცავს ტექნოლოგიურ საიდუმლოებებს (“ნოუ ჰაუ”), რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს წარმატების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენს ტრეიდერულ გუნდს გააჩნია თავისი ორიგინალური მიდგომები და ტრეიდერული ტექნოლოგია, რომლის ზოგადი დებულებებია:

  1. ჩვენი გუნდი, წარმატებული ტრეიდინგისათვის პირველი რიგის მნიშვნელობას ანიჭებს არა ტრეიდერულ ინსტრუმენტებს (როგორც ფუნდამენტალური ასევე ტექნიკური ანალიზის კუთხით), არამედ:

    რწმენას, რომელიც ეყრდნობა კონკრეტული ცოდნის გამოყენების უნარს

    ფსიქოლოგიურ მდგრადდობას – ემოციების მართვას, მათ მოთოკვას და გამორიცხვას გადაწყვეტილების მიღებისას

    რისკის მართვას – განხორციელებულს რისკის მენეჯმენტის გაწერილი პროცედურების საფუძველზე

    ყოველივე ეს ქმნის ტრეიდინგისადმი ბიზნეს მიდგომას და გამორიცხავს აზარტული თამაშის ელემენტებს. ტრეიდინგი ეს ბიზნესია თუ მას უდგები ბიზნესის წესებით და ტრეიდინგი შეიძლება იყოს აზარტული თამაში თუ მას უდგები უსისტემოდ და სპონტანურად, ასევე მხოლოდ ინსრუმენტული მიდგომით.

  2. ყველა ეფექტური სისტემა არის ოპტიმალურად სადა, ხოლო ზედმეტი გართულება დაბრკოლებებს უქმნის სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებას, ამის გათვალისწინებით ტრეიდერული საქმიანობის ინსტრუმენტები წარმოადგენენ დამხმარე საშუალებებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გაფეტიშება და მათთვის უსაფუძვლოდ დიდი როლის მინიჭება.

    ტრეიდერული საქმიანობის ინსტრუმენტები იყოფა ორ ჯგუფად:

    ფუნდამენტური ანალიზი – ეს უპირველეს ყოვლისა ბაზრის მიმდინარე განვითარების შესახებ ინფორმაცია (ნიუსები) და ანალიტიკაა (ტენდენციები). ანალიზის ეს სახეობა ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას: რა არის მოსალოდნელი?

    ტექნიკური ანალიზი – ეს არის ბაზრის სიგნალების დაფიქსირება და მათი ინტერპრეტაცია და უპირველეს ყოვლისა არის პასუხი კითხვაზე: როდის არის მოსალოდნელი?

  3. ტრეიდინგის პროცესისადმი ბიზნეს მიდგომა გულისხმობს:
    ა) ცოდნას – ბიზნესი, რომლითაც დაკავებული ხარ უნდა იცოდე
    ბ) ოპტიმალურ მოქმედებას – ემოციური მიდგომების (შიში და სიხარბე) გამორიცხვას, შიში და სიხარბე ძირითადად ეფუძნება დაუგეგმავი და სპონტანური მოქმედებების შედეგებს, ქაოტურ მოქმედებას ერთი მხრივ მოგების ნორმის განსაზღვრისას, როდესაც სუბიექტი ემოციურად წყვეტს მოგების რა დონე აკმაყოფილებს და არ აცლის წარმატებით გახსნილ პოზიციებს თავად განსაზღვრონ რამდენი უნდა იყოს მოგება, ხოლო მეორე მხრივ წარუმატებელი პოზიციის გახსნისას უაზრო მოლოდინს, რომ ტენდენცია ცოტა ხანში შემობრუნდება შენს სასარგებლოდ – ასეთი მიდგომით ვაჭრობის ოპერატიული პროცესი იქცევა დროში უაზროდ გაწელილ ინვესტიციად, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში დიდი დანაკარგით ან სულაც გაკოტრებით მთავრდება. უნდა იცოდე როდის გამოხვიდე და ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შესვლა, შესვლისას დაშვებული შეცდომა უფრო გამოსწორებადია, ვიდრე გამოსვლის მომენტის გაშვება.

    ოპტიმალური მოქმედება გულისხმობს:

    1) აცალე წარმატებულ პოზიციას მოგიტანოს მაქსიმალური მოგება
    2) სასწრაფოდ გამოდი წარუმატებლად გახსნილი პოზიციიდან, ნუ გააკოტრებინებ მას თავს

    გ) რისკმენეჯმენტს – ზუსტად უნდა განსაზღვრო რამდენის წაგებისთვის ხარ მზად და არასახარბიელო განვითარებისას წააგო იმაზე ნაკლები რაც დაგეგმე, ან ნულოვანი შედეგი მიიღო (ბრეიქ ივენი), ხოლო კარგი განვითარებისას აცალო მოგებას მოვიდეს შენამდე მაქსიმალური რაოდენობით, რაც გულისხმობს მკაცრი წესების დაცვით მიყვე პოზიციას და მაქსიმალურად შესაძლო მოგება მიიღო.

    დ) სავაჭრო ინსტრუმენტების ოპტიმალურ გამოყენებას

    ოპტიმალური გამოყენება გულისხმობს:

    1) მხედველობაში გქონდეს რა ხდება ბაზარზე, რა ტენდენციებია და რა სიახლეებია მოსალოდნელი, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გახადო სახელმძღვანელოდ ცალსახად, ყოველთვის დაელოდე ბაზრის კონკრეტულ სიგნალებს.

    2) გააანალიზე ბაზრის სიგნალები და მიიღე კრეატიული გადაწყვეტილება კონკრეტულ სიგნალებზე დაყრდნობით, არ გააკეთო არანაირი პროგნოზი, მიყევი არსებულ რეალობას და იმოქმედე ბაზარზე შექმნილი კონკრეტული სიტუაციის მიხედვით და არა ზოგადი მოლოდინით.

    ე) დისციპლინა – დაიცავი ის სავაწრო ტექნოლოგია, რომელიც სამოქმედოდ გაქვს აღიარებული, როგორც აპრობირებული მეთოდოლოგია, არ დაუშვა გადახვევები და არააპრობირებული ინოვაციები, ექსპერიმენტები, არათანმიმდევრული ქმედებები.

    ზ) წაგებას – წყნარად შეეგუე წაგებას წინასწარ დაშვებულ ფარგლებში

    თ) მოგებას – წყნარად შეხვდი მოგებას, მიეცი მას საშუალება მიაღწიოს მაქსიმალურ დონეს და წარმატებას ნუ აქცევ უსაფუძვლო ოპტიმიზმის და სავაჭრო ტექნოლოგიიდან გადახვევის საფუძვლად. “ყოველი წარმატება არის უფრო მაღალი დონის პრობლემების გადასაწყვეტად გამოწერილი საშვი”

    ზოგადად ტრეიდერული ბიზნესი გულისხმობს:

    გაძლო ბაზარზე მინიმალური წაგებებით და საშუალება მისცე მომგებიან პოზიციებს მაქსიმალური სარგებელი მოგიტანონ!

    ამ შემთხვევაში ბალანსი ისეთი პოზიტიურია, როგორიც არსად დედამიწის ზურგზე არსებულ ბიზნესებს შორის, წლიური 100-500% ფარგლებში.

  4. ჩვენი ტექნოლოგია (გენერალური სქემა) გულისხმობს:

    ა) იყიდე იაფად – გაყიდე ძვირად, გაყიდე ზვირად – იყიდე იაფად (სვინგ ტრეიდინგი)

    ბ) ყოველთვის შეამცირე საწყისი რისკი, მიაღწიე რისკიანი პოზიციების ტრანსფორმირებას “უფასო პოზიციაში”

    გ) ზუსტად განსაზღვრე სამიზნეები და პირველი მიზნის მიღწევისთანავე მოგებით დახურე გახსნილი პოზიციის 50%

    დ) დარჩენილი 50%-ით გაყევი ტენდენციას უსასრულობამდე, ვაჭრობის საკუთარი, აპრობირებული ტექნოლოგიის წესების მკაცრი დაცვით

    ე) განახორციელე ტრეიდინგის მიმართ ბიზნეს მიდგომა (პუნქტი 3)

    ვ) უზრუნველყავი ოპტიმალურად სადა მიდგომა ანალიზისას (პუნქტი 2)

    ზ)დაიცავი ფუნდამენტალური მიდგომა ტრეიდინგისადმი (პუნქტი 1)

  5. ჩვენი ტექნოლოგია (დეტალური აღწერა) წარმოადგენს “კონსტიტუციურ” დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სავაჭრო წესები – ეს ჩვენი ტრეიდერული გუნდის ორიგინალური, კრეატიული, ინტელექტუალური პროდუქტია, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ტექნოლოგიურ საიდუმლოს – “ნოუ ჰაუს”
Follow

Get every new post delivered to your Inbox.