რამდენი აკლია $5 000-ს $1 000 000-მდე?

ვინმემ რომ დაგისვათ კითხვა $5 000 რამდენი აკლია $1 000 000-მდე? უმეტესობა, ვინც არითმეტიკაში ერკვევა გასცემს პასუხს $995 000. არითმეტიკის თვალსაზრისით პასუხი სწორია, მაგრამ არითმეტიკა არის მეცნიერბა რომელიც ციფრებთანაა დაკავშირებული, როცა საქმე ფულს ეხება იქ მარტო ციფრებით შორს ვერ წახვალ, თუმცა რაღაც ეტაპზე ფულიც ციფრებად იქცევა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ $5 000 $1 000 000-მდე ტრეიდინგის თვალსაზრისით აკლია საღი გონება, სწორი მიმართულებით ქმედება და 10 წელი. :)

ამ პოსტით და ქვემოთ მოყვანილი ვიდეოთი მინდა დავამსხვრიო ოცნებებში მბორგავი ხალხის ილუზიები, ვისაც ჰგონია რომ $500 ერთ მშვენიერ დღეს მილიონს გააკეთებს მინდა ვუთხრა, რომ ვერ დათვლის იმდენ $500-ს წააგებს. ასეთი ილუზიებით შეპყრობილს მილიონიც რომ მისცე მაინც ვერაფერს გახდება ტრეიდინგში, იმასაც 1 დღეში წააგებს. საკმარისია საღი გონებით შეხედო ყველაფერს და სურათი ნათელი ხდება. იმ განზომილებაში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ადვილად არ იშოვნება ფული, ფული არის ყველაზე ფართო მოხრარების პროდუქტი, რომელზეც ყველა ნადირობს. თუ ვიღაცას რაღაცით არ აჯობე შანსი 0-ის ტოლია, თუმცა ზოგს უმართლებ და ლატარიებში იგებენ მილიონებს, მაგრამ რომელი მილიარდერი გინახიათ ვინც თავისი ქონება ლატარიაში მოიგო? ქარის მოტანილი ისევ ქარს მიაქვს.

თუ მართლა გადაწყვეტილი გაქვს ტრეიდინგში წარმატებას მიაღწიო, იფიქრე ისე როგორც ფიქრობენ ბიზნესმენები. ტრეიდინგი ბიზნესია და ისეთივე დაგეგმვა და შემდეგ განხორციელება ჭირდება როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს. იმუშავე სტაბილურობის მიღწევაზე და ნუ იმოქმედებ ისე როგორც მოთამაშე კაზინოში. დაგეგმე და მშვიდად მიყევი გეგმას! მიყევი გეგმას! მიყევი გეგმას! ტრეიდინგი არის თავისუფლება იმუშაო იქიდან საიდანაც მოგესურვება, სხვა თვალსაზრისთ არაფრით არ განსხვავდება სხვა საქმეებისაგან.

ქვემოთ ვიდეოში შეევეცადე ამეხსნა თუ როგორ შევქმნათ მარტივი ცხრილი, რომელიც დაგვანახებს მომავალს და დაგვეხამრება მოტივაციის თვალსაზრისით და არ მოგვცემს საშუალებას ვაკეთოთ სისულელეები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

20 Responses

  1. მაგარია. მაგარი ნიჭიერი ყოფილხარ. დარწმუნებული ვარ მილიონზე მეტს იშოვი.

  2. ძალიან კარგი პოსტია ,
    მაგრამ თქვენ მაინც სუფთა არითმეტიკული თვალსაზრისით გამოთვალეთ.
    მართალია 1 დღეში მილიონს ვერ იშოვი, მაგრამ ათ წელიწადში ყოველთვიურად სტაბილური მოგების მიღებაც შეუძლებელია. არსებეოს ძალიან ბევრი ხელისშემშლელი რისკ ფაქტორები.
    მაინც რა ბიზნესი უნდა წამოიწყო 5 000$-ად, რომ მინიმუმ ათ წელიწადში ასეთ ბრუნვაზე გახვიდე?

  3. მართალია სტაბილური მოგება ძნელია, 5% საშუალო მოგება ვიგულისხმე თვეში.

    თუმცა როცა მოვიშრორებთ 5 წუთში გამოილიონერების ილუზიას და შევიარაღდებით ცოდნით, გამოცდილებით და დისციპლინით, მსგავსი შედეგის მიღწევა არ არის რთული მერწმუნეთ. ძნელი, მსგავსი შინაგანი კონდიციის მიღწევაა, როდესაც სიმშვიდე და სიფხიზლე ჯობნის ემოციებს.

    სხვა ბიზნესში მსგავსი ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არცერთი სხვა ბაზარი არ იძლევა ამხელა გასაქანს.

  4. its extremely difficult to understand Georgian for me but from the title I had to comment .
    I am sorry to say that this calculation is not realistic .

    you don’t win by percentage . you win by the size of your bid .

    if you have 5000 and won 250 , unfortunatly you can’t increase your bidding size 5% but you have to stick to the same sizes you were using .
    and to be able to increase the bid size of your plan you need to reach the 100% profit stage so that you can start increasing your bid or open another 5000 USD account in different company and keep doing the same.

    but the bright side is that 5000 can make 500 USD or more per month easily ;)

    • Hey, thanks for the comment.

      In the video I was talking about average percentage win per month. and yes 5% is not realistic, or is difficult/risky,but still is more realistic than chasing 100% per month, thats the big problem of beginners. My money management rules let me to increase or decrease the risk after each successful or not successful setup, 60-80% annual growth is very conservative in my case, thats average 5-7% monthly, the biggest draw down I have had was 16%. But you’re right, its difficult to have such results when the deposit is solid. Big risk with big money = big emotional pressure and as result poor execution. To achieve 1 000 000 with 5 000, about 10 years is needed, thats what i was explaining in my post and video. to average $500 per month with $5 000 (10%) is difficult IMO, I suppose the song in video made you think that I was trying to make people believe in miracles :)

      Thanks for your comment

  5. gamarjoba!
    rogor midis saqme? gamogdis mase dalagebulad rogorc am videioSia daxatuli?
    ise yoCaR.. mSvenieri masala Segigrovebia… didi enTuziazmi gqonia oriode wlis win… axla rogor xar? guli xo ar aicrue? ise araa saqme rogorc maSin gegona xo? :) arauSavs… guls nu gaitex…
    ise Zalian mainteresebs rato ar agyva xalxi ori wlis win? TiTqos kargi namuSevaria da mSvenivrad gqonia da axlac gaqvs moyolili yvelaferi… me axla mivageni da didad visiamovne Seni namuSevriT… samwuxaro iqneba Tu eg enTuziazmi gagiqra….

    • სალამი, მე მეტნაკლებად გამომდის, ასე დალაგებულად და იდეალურად არ ხდება რათქმაუნდა როგორც ვიდეოშია. :)

      დიდი ენთუზიაზმი 6 წლის წინ მქონდა მაგრამ მაშინ 2 და 3 % კი არა 100%-ს დავზდევდი თვეში. ეს ენთუზიაზმი დროთაგანმავლობაში გადადის გამოცდილებაში, გამოცდილება ამ საქმეში უსაზღვროა საჭირო, საქმე კი არა უფრო ცხოვრების სტილია, რაც შეეხება ხალხის აყოლას, ალბათ არ ზის ქართველის მენტალიტეტში ეს საქმე, ქართველს ადვილი ფული უყვარს, როგორც კი დაინახავენ, რომ ადვილი ფული არც აქ არსებობს ხალისს კარგავენ. ეს ბლოგი უფრო ჩემთვის მაქვს, ჩემს აზრებს ვაფიქსირებ. ძალიან მოხარული ვარ თუ გამოგადგა. :)

  6. rac wavikiTxe kargia… namdvilad momewona… didi Sroma gqonia Cadebuli… rac mTavaria yvelaferi swori kuTxiT gaq dawerili… garda im milionisa :)
    aba egre sadaa… milionis mogeba gindodes kacs da 10 weli elodo? :-D sami mainc geTqva ra ambavia 10 weli :) )) :-D
    eg xumrobiT…
    birJa imiTaa saintereso, rom SedarebiT naklebi kapitaldabandebiT didi fulis Sovna SeiZleba… magram aseve didi fulis wagebac SeiZleba… aba 2-3%-s ro dapirdebi kacs ra azri aqvs? TiTqmis magdens xo bankis depozitic iZleva da raze unda aitkio Tavi da inerviulo amdeni? ;)
    mainc vfiqrob, rom eg sfero mainc gansakuTrebuli xalxis sferoa… gansakuTrebuli xalxi naxavs am sferoSi xeirs… didi umravlesoba kide waagebs tavis fuls…
    me is ufro mainteresebs aseTi masalis wamkiTxveli rato ar Sevardeba oromtrialSi? rato ar moindoma gamilioneroba… am 10-12 wlis win iyo realuri sadilingo centri da iq sakmaod blomad xalxi iyo CarTuli am saqmeSI… manam sanam TiTqmis yvelam ar waago… im droindeli ambavi gasagebia… yvelam Tavis tyavze gamocada Tu ramdenad saxifaTo saqme iyo… axla rato ar interesdebian? davijero axla, rom ise gabrZenda xalxi, rom milionebis Sovnaze uari Tqves? :) ))

    • ინვესტორთან მუშაობა ცალკე თემაა, მე მაგის გამოცდილება არ გამაჩნია და მართალი გითხრა მირჩევნია საკუთარი რესურსებით ჩემთვის წყნარად მუშაობა.

      ბანკების 3%-ის ჯობნა შესაძლებელია მაგრამ ამას უზაზღვრო გამოცდილება და სრულიად უემოციო მიდგომა წირდება პროფესიონალიზმი ერთი სიტყვით, მაგრამ არცერთი სერიოზული ფონდი არ მეგულება ვინც წლიურად საშუალოდ 40-70%-ზე მეტს აკეთებდეს. არ არის ბირჟაზე მილიონების შოვნა უფრო ადვილი :)

    • სტატისტიკის მიხედვით ბირჯის მონაწილეთა 95% სტაბილურად აგებს იგებს მხოლოდ 5%. ეს საქმე განსაკუთრებული ხალხის საქმეა, ვისაც აქვს უდიდესი მოტივაცია, უდიდესი მონდომება და არ ეზარება ინტელექტუალური შრომა და დროთაგანმავლობაში აჯობებს საკუთარ სიხარბეს და შიშს ყველაზე რთული სწორედ ეს არის :)

  7. ara.. investorze arc me miTqvia rame… Sen aq giweria… ra kai ramea xalxo… midiT SeutieT da milionebi iSoveTo… da me imiT davinteresdi rato ar agyva xalxi meTqi… bolo bolo ramdenime aTeuli kaci mainc rato ar dainteresda am sakiTxiT da ar dagekontaqta :)

  8. davijero axla xalxi ise dabrZenda, rom im 95%-Si moiazra Tavi romlebic agebs da magitom ar mogekara?

    • 95%-ში თავს არავინ არ იაზრებს, ყველას განსაკუთრებული ნიჭის პატრონი ჰგონია თავი როცა იწყებენ. მე მგონი არც ერთ სტატიაში არ ვუსვამ ხაზს მხოლოდ დადებით მხარეებს და არავის არ ვურჩევ ან ვაძალებ ვაჭრობის დაწყებას. მე რეალობას ვწერ, ისე როგორც მე ვხედავ მას მუშაობის პროცესში, გადაწყვეტილება ყველამ თვითონ უნდა მიიღოს, არ არსებობს ამ საქმეში წარმატების გარანტია, მხოლოდ მონდომებით და მოთმინებით შეიძლება მისი მიღწევა. სწორედ ეს ფრაზა მაქვს ყველა სტატიის საფუძვლად.

      ხალხის აყოლიებაზე არც მიფიქრია, ისე დაკონტაქტებით ბევრი მეკონტაქტება, მაგრამ სამწუხაროდ დახმარების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია ტრეიდინგში, ყველა თვითონ უნდა მივიდეს ჭეშმარიტებამდე, მოკლე გზა არ არსებობს წლები ჭირდება სტაბილურობის მიღწევას. ეს პოსტი და ვიდო იმიტომ შევქმენი, რომ დავინახე თუ რა რისკებს წევს აბსოლუტური უმრავლესობა და რა არარეალური მოგების იმედები აქვთ. მთავარი სტაბილურობის მიღწევაა, რამდენს მოვიგებთ მაგას ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ ეგ ბაზრის გადასაწყვეტია. რაც ამ ვიდეოშია ნაჩვენები მიღწევადია, მააგრამ წირდება კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმა და შინაგანი სტაბილურობა. ისევე როგორც მირწევადია მილიონების შოვნა ნებისმიერ სხვა სფეროში მაგრამ მხოლოდ ერთეულებისთვის, ვინც დაისახავს მიზანს, დაგეგმავს და შეასრულებს ყოველგვარი ემოციის გარეშე.

  9. yvelaferSi geTanxmebi…
    etyoba gasagebad ver vlaparakob raxan ver gamige…
    Sen ki ar gabraleb ver moizide xalxi meTqi…
    rac giweria yvelaferi swori weria.. rogorc dadebiTi ise uaryofiTi…
    me ubralod is mainteresebda ratom ar interesdebian amis wamkiTxavi meTqi…
    Tu interesdebian… mere Cumad sinjaven… waageben.. imedi ewurebaT da ar amxelen?
    zustad am sqemis meeWveba rom sworia… da namdvili mizezi mainteresebs raSia saqme :)

    • არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი ვინც არ აგებს, მითუმეტეს საწყის ეტაპზე. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის თუ როგორ ხვდები წაგებას და მოგებას. თუ წაგება გრთგუნავს ხოლო მოგება გათამამებს ბოლო მხოლოდ ერთია მთლიანი დეპოზიტის დაკარგვა და როგორც შენ ამბობ მერე დამალვა ან ხელის ჩაქნევა. ეს ეტაპი ყველას გასავლელი აქვს, ქართველი იმდენად ამბიციურია ამ ეტაპის გავლის შემდეგ თავს ანებებს.

      უბრალო მოკვდავებისათვის სავალუტო ბაზარი სწორედ ამ მიზნით გაიხსნა, რომ გამოუცდელი ხალხის ხარჯზე გაზრდილიყო ლიკვიდურობა რაზეც ბანკები მხუბუქად რომ ვთქვათ ხელს ითბობენ. არ დაიჯერო, რომ ხალხი არ ინტერესდება. სადილინგოებს ისეთი სარეკლამო კამპანიები აქვთ, რომ ხალხს ოქროს კოშკებს უშენებენ. ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ფული ილუზიებში იხარჯება. ხალხს, რომ დაანახო თუ რამდენად რთულ საქმეს კიდებენ ხელს სურათი სრულიად შეიცვლება. საქმე კი სასწავლად გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ნეიროქირურგია. არ არსებობს ტრეიდერი ვინც ყველაფერი იცის, ტრეიდერი სწავლობს მთელი ცხოვრების მანძილზე.

      კი თბილისში ვარ ეხლა

  10. ki, namdvilad masea yvelaferi rasac wer!
    me is mainteresebs… aq TbilisSi rato ar ismis magdeni xmauri…
    yvelgan xmauroben… Cven irgvliv qveynebSi…
    mxolod aqaa siwynare da simSvide :) da vubrundebi tavdapirvel kiTxvas… Seni azriT Cveneburebi iseTi brZenia, rom ar ekarebian am saxifaTo saqmes Tu sxva ram mizezi aqvs;)

    • ამ საქმის სწავლა ძალიან რთულია, ჩვენებურები სირთულეს როგორც კი დაინახავენ გული უცრუვდებათ. სირთულეები კი ყოველ ახალ ეტაპზე ახალი და უფრო და უფრო რთულია. ეს არის მიზეზი ჩემის აზრით.

  11. aramgonia mase ro iyos :)

  12. საღოლ, მაგარი ვიდეოა, მაგრად მომეწონა, რეალობასთან ახლოა. ერთი ხანობა მეც ვაჭრობდი ფორექსით და პირველ თვეში საწყისი თანხა 400% გავზარდე. მეც მიკვირდა ჩემი თავი. შემდეგში ჩემმა უცოდინარმა ძმამ ყველაფერი წყალში ჩამიყარა. ეხლა კიდე ვაპირებ ვაჭრობის გაგრძელებას და იმედია ყველაფერი კარგად წამივა

  13. dzalian kargi klipi gaqvs gaketebuli yochax.
    mec forexze pirvelad sami clis cin gavige
    shemtxvevit , magram mashin vmushaobdi da didi yuradgeba ar mimiqcevia magram mas shemdeg rac samsaxuri davkarge da umushevari davchi. seriozulad movekide da ukve ori celia rac forexit var gatacebuli, da vfiqrob rom triderad mushaobas araferi ar sjobia.dasacyishi ra tqma unda mec cavagedaaxloebit 500$ ,ra tqma unda ertad ar camigia pirvelad 200$ shemdeg 100$ kidev 100$ magram shemdeg chaujeqi da vsavlobdi da dgesac vsavlob dgeshi monitortan 16-18 saats vatareb 2010 clis ianvridan mivaxcie imas rom depozits agar vkargavdi xolo bolo eqvsi tvea stabilur mogebaze gadavedi daxlooebit 14-18%tveshi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.