უცნაური განაცხადია, ალბათ უმეტესობა იფიქრებს ამან გარეკაო. როგორ არ არსებობს როცა კაცმა არ იცის რამდენჯერ წამიგია, თანაც სოლიდურად წამიგიაო.
საქმე იმაშია, რომ ტრეიდინგი ფულის თამაში არ არის, ყოველ შემთხვევაში არ უნდა ასოცირდებოდეს ფულთან. ჩემი მიდგომა ასეთია და დარწუნებული ვარ არამარტო ჩემი.
ტრეიდინგი ჩემთვის ასოცირდება ძებნასთან, ყოველი პოზიციიდან ველი ახალი ინფორმაციის შეძენას და არა ფინნანსურ ზრდას, რასაც მენტალურად საერთოდ სხვა სფეროში გადავყავარ და ჩემი ტვინი აღარ თვლის საჭიროდ დაცვითი რეაქციების სახით წაგების ან მოგების შემთხვევაში აღმიძრას სინანულის ან სიხარულის გრძნობა, შიშის ან სიხარბის გრძნობა. ასეთი მიდგომით ნებისმიერი პოზიცია, წამგებიანი იქნება იგი თუ მომგებიანი, არის ახალი ინფორმაციის მომტანი, მოაქვს ინფორმაცია და უკან არასოდეს არ მიაქვს და ეს ინფორმაცია ნებისმიერ დროს მომავალში შეიძლება სარფიანად გამოვიყენო.
ზემოთ აღწერილი მიდგომა საერთოდ მანთავისუფლებს ემოციებისგან და მაძლევს საშუალებას ვიყო მაქსიმალურად ადეკვატური, განვვითარდე ყოველი პოზიციის შესრულების შემდეგ და არ არის სტრესული.
ყველაფერი ძალიან მარტივია თუ სწორი კუთხით მიუდგებით
Filed under: ტრეიდინგი, ფორექსი, ფსიქოლოგია
arasdros gifiqria vachrobis avtomatizaciaze? exper advisor-s bevri upiratesoba aqvs.
არ მიფიქრია და მართალი გითხრა არც მჯერავს, რომ ექსპერტებით შეიძლება ბაზრიდან მოგების გამოწურვა….