არასტაბილურობის გამომწვევი თვისებები.

ამ სტატიაში მინდა განვიხილო რამდენიმე თვისება, რომლების მოშორებაც აუცილებელია სტაბილურობის მისაღწევად. თუ ამ თვისებებს აღმოაჩენ საკუთარ თავში, მოემზადე შრომისთვის, რომ ისინი მოიშორო, თორემ ყოველი შენი მცდელობა იქნება ფუჭი, სტაბილურობას ვერ მიაღწევ.

1. პოზიციის გახსნა გეგმის გარეშე. რამდენჯერ გაგიხსნია პოზიცია სპონტანური გადაწყვეტილების საფუძველზე, ისე რომ ყიდვის ან გაყიდვის ფასი პოზიციის გახსნის შემდეგ გინახავს და სტოპლოსი და მიზანი პოზიციის გახსნის შემდეგ დაგისვამს (კარგია თუ სტოპლოსს საერთოდ ხმარობ). ასეთი ქმედება არის უდისციპლინობის ნიშანი და გახსნილი პოზიცია თამამად შეიძლება მივაწეროთ ემოციებს ვიდრე დაგეგმილ ქმედებას. დარწმუნებული ვარ პოზიციის გახსნის საფუძველი იყო ის რომ ბაზარმა 3-4 პიპი იმოძრავა რომელიმე მიმართულებით. ასეთმა პოზიციამ ჯობია წაგაგებინოს, რადგან შემთხვევითი მოგება ძალიან სახიფათოა და ჩვევაში გადაზრდა იცის. სახიფათო ჩვევების მოშორების გარეშე ამ საქმეში არაფერი გამოგივა.

2. პოზიცია დაგეგმე, მაგრამ მისი გახსნის შემდეგ შეცვალე გადაწყვეტილებები. გახსნილი პოზიციის წვალება არის დანაშაულია, რომელიც იმსახურებს სიკვდილით დასჯას. ეს რათქმა უნდა ხუმრობით, ისე რაც შეეხება დასჯას, თუ ასე გააგრძელე აუცილებლად დაისჯები, როგორ? მაგალითად ბაზარი წავა შენი მიმართულებით მაგრამ შენს გარეშე, რაც წაგებაზე უფრო მტკივნეული იქნება, იმიტომ, რომ მართალი იყავი, მაგრამ საკუთარ ხედვას და ცოდნას არ ენდე და მდგომარეობიდან სადაც მართალი იყავი გამოხვედი მტყუანი. თუ პოზიციას დაგეგმავ და ზუსტად განსაზღვრავ რამდენს იგებ წარმატების და რამდენს აგებ წარუმატებლობის შემთხვევაში და გეგმას ზედმიწევნით შეასრულებ, არა აქვს მნიშვნელობა ეს პოზიცია მოიგებს თუ წააგებს, იგი მაინც წარმატებულია, იმიტომ, რომ გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული. ეს ჩვევა დღემდე ვერ მოვიშორე ბოლომდე, მეც ვაწვალებ ხოლმე პოზიციას, ახალი გენიალური იდეებით, რომლებიც ყოველ ახალ ტიკზე მებადება :)

3. მუდმივად გაქვს განცდა, თითქოს ბაზარი კონკრეტულად შენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დეპრესიულ ადამიანების ჩვევაა სულ იწუწუნონ და დაადანაშაულონ ყველა და ყველაფერი მათ წინააღმდეგ შეთქმულებაში, რაც რათქმა უნდა დიდი სისულელეა. ბაზარზე ასეთი განცდის შეძენა ძალიან ადვილია და რატომ: სტატისტიკა იმედია იცი, რომ 95% ხალხისა გამუდმებით აგებეს ბაზარზე, და იგებს მხოლოდ 5% (ალბათ ესეც გაზვიადებულია). 95% ხალხისა ვაჭრობს უსისტემოდ და გადაწყვეტილებებს იღებეს ემოციების საფუძველზე სიხარბე და შიში არის ძირითადი განცდები რაც ბაზარზე ლიდერობს, ხარბი და შეშინებული ადამიანის ქმედებების წინასწარმეტყველება ადვილი საქმეა, სწორედ ასე იგებს 5%. და დანარჩენ 95% ეუფლება გრძნობა, რომ ბაზარი მათ წინააღმდეგ მოძრაობს. მოიშორე ეს განცდა, გადაყარე ემოციები და ივაჭრე წესებით და საღი გონებით ან საერთოდ შეეშვი ამ საქმეს.

4. წაგება გწყინს, მოგება გახარებს. ესეც ემოციების ბრალია, ბაზარზე არავის არ აინტერესებს შენ ნაწყენი ხარ თუ გახარებული. გაბრაზებული ადამიანის ბუნებრივი რეაქცია არის შურისძიება. შურისძიება ვისზე? ბაზარაზე? კარგი მაგალითი მომივიდა თავში, წარმოიდგინე ჩაძირული გემის კაპიტანმა ყველაფერი დააბრალოს ოკეანეს და განიმსჭვალოს შურისძიების სურვილით… რაც შეეხება მოგებული პოზიციით გახარებულ ადამიანს. გახარებული ადამიანი არის კეთილი და არაფერი არ ენანება, შეიძლება სულიც გაჩუქოს :) , ასეთი ქმედება ისეთ სასტიკ გარემოში როგორიც ბაზარია მსუბუქად რომ ვთქვათ სისულელეა. გამოუცდელი ტრეიდერისთვის მოგება უფრო სახიფათოა ვიდრე წაგება. ასე, რომ სიხარული და სიბრაზეც გამოსარიცხია. არ არსებობს წარმატებული ტრეიდერი ვინც ვაჭრობს იმიტომ, რომ გაუხარდეს ან მაზოხისტია და უყვარს როცა ნაწყენია.

5. გამუდმებით ეძებ და ყიდულობ პროგრამებს, ექსპერტებს ან სიგნალებს. დროის კარგვაა, და რატომ. წარმოიდგინე, ხარ წარმატებული ტრეიდერი, საინტერესო დეპოზიტით, და გაქვს უნარები შენი დეპოზიტი, სტაბილურად ყოველ თვე გაზარდო. როგორ გგონია შეიწუხებ თავს ახალ ახალი საიტების კეთებით სადაც გაყიდი სიგნალებს, პროგრამებს ან ექსპერტებს, რომლებიც წელიწადში 200000000000% იგებენ? :) ასეთი საიტების მფლობელებს თვითონ არ გაეგებათ არაფერი ტრეიდინგზე და ფულს შოულობენ ექსპერტებით და სიგნალებით. ძალიან საწყენი განცხადების გაკეთება მომიწევს. არ არსებობს დედამიწის ზურგზე პროგრამა, რომელსაც დააყენებ და შენს მაგივრად გააკეთებს ფულს, ყოველ შემთხვევაში ამ ინდუსტრიაში არ არსებობს. ერთად ერთი გამოსავალი არის სწავლა, ძებნა, სწავლა, ძებნა… ძებნა ოღონდ ბაზარზე და არა ინტერნეტში ექსპერტების.

6. ფორუმებზე ზედმეტი ძრომიალი და სხვისი აზრების შემოტანა საკუთარ საქმიანობაში. ტრეიდინგი არის ერთი კაცის საქმე, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთმა კაცმა და არა კოლექტივმა. ენდე მარტო საკუთარ თავს, რისკის ქვეშ შენი ფულია და გადაწყვეტილებებიც შენი მისაღებია. ერთადერთი რითაც ამ საქმეში შეიძლება სხვისი დახმარება არის წიგნების რეკომენდირება.

7. სტოპლოსის გარეშე ვაჭრობა. ძალიან სახიფათო ჩვევაა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება კრახით. თუ ჯერ არ დაგიყვანია ანგარიში ნულამდე, ამ ჩვევით გარანტიას ვიძლევი აუცილებლად დაიყვან. ყოველ პოზიცია აქვს ორი მხარე, წარმატებული და წარუმატებელი, თუ პოზიციის გახსნამდე ორივე მხარე არ არის ზუსტად განსაზღვრული მაშინ ჩათვალე რომ ვაჭრობ ბრმად და შედეგები ადრე თუ გვიან იქნება გულის ამაჩუყებელი.

სულ ეს არის რაც ამ მომენტში მახსენდება, ჩვევები რომლებიც სტაბილურობას უქმნიან უდიდეს ბარიერს, თუ ეს ჩვევები არ იქნა დაძლეული, სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია. რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები, რომ ტრეიდინგი ფულის თამაში არ არის, ტრეიდინგი არის ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეცნობიერებასთან, საკუთარი მავნე ჩვევების დაძლევა და მათი კონვერტირება სასარგებლო ჩვევებში, რომლებსაც დროთაგანმავლობაში და ნაბიჯ ნაბიჯ მივყავართ სტაბილურობამდე. სტაბილურობა კი ყოველი წარმატებული ტრეიდერის მიზანია. მადლობთ ყურადღებისათვის :)

One Response

  1. ბრძოლაა ბრძოლა ტრეიდინგი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.