სანამ სტატიის ძირითად თემაზე გადავიდოდე მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ამ სტრატეგიას ვიყენებ მხოლოდ GBP/USD წყვილზე სავაჭროდ და ამისთვის საკმაოდ მკვეთრი მიზეზი გამაჩნია. თუ მიზეზს ვერ ხვდებით, გეტყვით, სხვა წყვილებზე არც ვვაჭრობ და არც არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, მოკლედ საერთოდ არ ვაკვირდები არცერთ სხვა წყვილს, მაგრამ არამგონია ამ სტრატეგიამ რომელიმე წყვილზე არ გაამართლოს, მოკლედ დატესტვა თქვენთვის მომინდია.
მაშ ასე, როგორ იწყება ყოველი ორშაბათი და საერთოდ ყოველი სამუშაო დღე ჩემთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიღვიძებ თბილისის დროით დილის 10:00 საათზე, ამ დროისთვის ლონდონის სავაჭრო სესიის გახსნამდე ზუსტად ორი საათი რჩება, ანუ ლონდონის სესია თბილისის დროით დილის 12:00 საათზე იხსნება, ნუ ჰიგიენურ პროცედურებს და ჭამა-სმის ამბავს ამ სტატიაში არ დავწერ
გამოდის ისე, რომ 11:00 საათზე უკვე კომპიუტერთან ვზივარ და გახსნილი მაქვს MT4 პლატფორმა. აი აქედან იწყება ჩემი შრომითი დღე.
მაშ ასე ყურადღბით, საინტერესო იქნება. მთელი ინფორმაცია რაც ყოველ დილით მესაჭიროება რათა დავგეგმო ჩემი სავაჭრო დღე მხვდება 15 წუთიან ჩარტზე. მინდა ოდნავ თემას მოვშორდე, რათა გამიადვილდეს იმის გადმოცემა რაც თავში მიტრიალებ. დარწმუნებული ვარ იცით მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ ForEx-ზე 24 საათიანი სავაჭრო ციკლი შედგება 4 სავაჭრო სესიისაგან, ესენია სიდნეის სესია, ტოკიოს სესია, ლონდონის სესია და ნიუ იორკის სესია, ესეიგი 24 საათიანი ციკლი იწყება სიდნეის სესიით და მთავრდება ნიუ იორკის სესიით და ასე მეორდება ყოველ დღე შაბათ კვირის გარდა. მე პირადად ვვაჭრობ ლონდონის და ნიუიორკის სესიებზე და გამონაკლისებს არასდროს არ ვაკეთებ, ხოლო სიდნეის და ტოკოის სესიების განმავლობაში როგორც წესი ან ”ვგულაობ” ან მძინავს
. ქვემოთ მოცემულ სურათზე ნახავთ დაახლოვებით რა სიტუაციიდან ვიწყებ ვაჭრობას და სად ვსვამ ორდერებს.
სურათზე ხედავთ, რომ მიმდინარე დღის support-ი აღნიშნული მაქვს წითელი ხაზით, ხოლო resistance ლურჯით. განვათავსებ ყიდვის ორდერს ლურჯი ხაზის ზემოთ 6 pip-ით, და გაყიდვის ორდერს წითელი ხაზის ქვემოთ ასევე 6 pip-ით, stop loss როგორც წესი რამდენიმე moving average-ს მიხედვით ვსაზღვრავ, დასაწყისისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიქსირებული 30 pip-იანი stop loss-ი. ზემოთ მოცემულ სურათზე აშკარად ხედავთ რომ ამ სტრატეგიისათვის საკმაოდ წარმატებული დღე გამოდგა, 1,5104 დონეზე გაყიდვის შემდეგ წყვილი დაეცა 1,4809-მდე, ანუ ამ დღეს შესაძლებელი იყო 295 პიპის დაჭერა, რაც ერთი დღისთვის დამეთანხმებით ძალიან კარგი შედეგია. არა?
მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, სადაც უკეთ მიხვდებით თუ რაზეა საუბარი:
ეს გახლავთ სტრატეგიის ის ნაწილი რომლის მიხედვითაც ვხედავ პოზიციის გახსნის სიგნალებს, შემდეგ სტატიაში დავწერ თუ როგორ ვსაზღვრავ სამიზნეებს.
და ბოლოს მინდა დავამატო, რომ მარტო სტრატეგია ამ საქმიანობაში ვერაფერს გახდება თუ მას არ მივახმარეთ დისციპლინა და გონივრული რისკის მენეჯმენტი.
გთხოვთ კითხვები და შენიშვნები დააფიქსიროთ კომენტარებში.
გმადლობთ ყურადღებისათვის
Filed under: ანალიზი, ვიდეო ტუტორიალები, ისტორია, სტრატეგიები, ტენდენცია (Trend), ტრეიდინგი, ფორექსი Tagged: | ვალუტა, ტრეიდინგი, ფორექსი, ჩარტები

momwons davit tqveni mosazreba, mec aucileblad davtestav.
gisurveb warmatebebs.
დატესტვის შედეგებს თუ გამაგებინებ დიდად მადლობელი დაგჩები ბატონო კატასტროფა
გადავწყვიტე მეც ჩავერთო ფორექსში და დავიწყო ვაჭრობა, შენი ბლოგი ძლიან მეხმარება მაგრამ ბევრ რამეს მაინც ვერ ვხვდები, მე ვაჭრობა დავიწყე ამ საიტზე fxclub.com და ყველაფერი უფრო მარტივი ჩანს ვიდრე შენ ხსნი, მემგონი ამ საიტს სულ სხვა პროგრამა აქვს და მაგიტომ ვერ ვიგებ შენს გაკვეთილებს
ეს ვიდეოები MT4 პლატფორმაზეა გადაღბული, მე ამ პლატფორმაზე ვვაჭრობ და საერთოდ ყველაზე გავრცელებული პლატფორმაა. მარტივში რას გულისხმობ ვერ ვხვდები იქნებ დააკონკრეტო
აი შენთვითონ ნახე
Our brand-new trading platform is a great way to start on Forex.
Its built-in wizard will show you how to make trades, to ‘limit losses’ and to ‘take profits.’ You will learn what Forex trading is all about in just few minutes.
With this unique platform we have simplified Forex trading in a way not seen before. We eliminated complex terms and concepts so you can forget about ‘spreads,’ ‘swaps,’ ‘re-quotes’ and etc.
Experience the advantages of ‘zero-spread’ trading and commission refunds on non-profitable trades. Try ExpressFX today.
Zero-spreads
No Swaps
No Re-quotes
Pay just $0.4 for every $1,000 traded
Get instant commission refunds on non-profitable trades
Use Dow Jones news, candle charts and Stop/Limit orders
აუ არაფერი ჩანს ვიდეოში რაარის და როგორ ვათავსებთ იმ ხაზებს =((
კარგი ხარისხის ვიდეოს ვინმე გადაიღებს ?
დიდი მადლობელი დაგრჩებით
dato tqveni sakontaqto nomeri an skaipis misamarti mainteresebs tu shegidzliat momzeret!!!!!